პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გიორგი ღონღაძის ძეგლი
ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე მე ყურადღება გავამახვილე იმ ფაქტზე, რომ გიორგი ღონღაძე ყოველთვის ცოცხალი იქნება ჭეშმარიტი პატრიოტების გულში და წარმოადგენს უკრაინის დამოუკიდებლობის სიმბოლოს.
რეალიზებულია

2008 წლის 22 დეკემბერს მე საზეიმოდ გავხსენი ეს ძეგლი.

იგი აღმართულია კრასნოარმეისკის 115-121 ქუჩაზე მდებარე სქვერში. გარეგნულად წარმოადგენს გრანიტის პოსტამენტს, რომელზედაც დგას პირობითი “სიცოცხლის ხე”, შუაში კალმის გამოსახულებით. მის წინაშე დგას გრძელ პალტოში შემოსილი ახალგაზრდა კაცის ფიგურა, მაგრამ ის სახით არ ჰგავს გ. ღონღაძეს. როგორც განაცხადა ძეგლის ერთ-ერთმა მოქანდაკემ იური კოზერაცკიმ, ძეგლის იდეაა – ენერგიული, გულგახსნილი ადამიანის ერთობლივი გამოსახულების შექმნა, რომლის რწმენის შეცვლა შეუძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტის ფიგურის შექმნისას, მოქანდაკეები ეყრდნობოდნენ ღონღაძის პორტრეტს, თუმცა მიზნად არ ისახავდნენ სახეების სრული მსგავსების მიღწევას.

7 მ. სიმაღლის ხე და 3 მ. სიმაღლის ფიგურა ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან. ძეგლის საერთო სიმაღლე პოსტამენტთან ერთად – 8.5 მ. ამ მონუმენტის გახსნის შემდეგ, მე გადავწყვიტე გამოვსულიყავი ინიციატივით და შევთავაზე კიევის ახალდაქორწინებულებს ქორწინების დღეს მოსულიყვნენ ძეგლთან და ეს ღონისძიება ჩაერთოთ საქორწინო პროგრამაში.

ყველა დაქორწინებულ წყვილს, რომლებიც ყოველ შაბათს მოდიოდნენ ამ ადგილას, მე ვჩუქნიდი საჩუქრებს – ფოტოაპარატებს, ასევე ვთავაზობდი ესარგებლათ ჩემი პირადი მანქანით როლს-როისით.

მე ვცდილობდი ყოველ შაბათ დღეს პირადად მისვლას და საჩუქრების გადაცემას, ახალდაქორწინებულებთან ვიღებდი სურათებს, ერთად ჩვენ ვამკობდით ძეგლს ყვავილებით.

მე მსიამოვნებდა როდესაც ვხედავდი ლამაზ წყვილებს, რომლებმაც უნდა მისცენ კიევს ლამაზი შვილები და შვილიშვილები. მე მათ სიმბოლურ საჩუქრებს ვჩუქნიდი, მაგრამ მთავარია – მე მათ ვჩუქნიდი ჩემს სულს, გულს და სიყვარულს.

როდესაც ვულოცავდი ბედნიერ წყვილებს, ჩემთვის მთავარი იყო გამემახვილებინა ყურადღება მასზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოჩენილი ჟურნალისტის ხსოვნის შენახვას, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა, რომ უკრაინელებს მიეღო სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი სახელმწიფო, ვიმედოვნებ მე ეს შევძელი.

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა