პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

საჯარო მოსმენები
ეს ღია დისკუსიები იყო, სხვადასხვა მხარეების შეხედულებების გადმოცემით, კიეველები თვითონ ღებულობდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებებს.
რეალიზებულია

უკრაინის ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში მე განვაცხადე, რომ მიმაჩნია თავი წარმატებულ მერად. მე ვთვლი რომ ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა საჯარო მოსმენების ჩატარება.

კიევში საჯარო მოსმენების ჩატარების შესახებ განკარგულებას მე ხელი მოვაწერე მერისა და კსსა-ს თანამდებობაზე მოსვლისთანავე, სულ რამდენიმე თვის შემდეგ – 2006 წლის 3 ივლისს. საჯარო მოსმენების ორგანიზატორად გამოდიოდა კსსა-ს შიდა პოლიტიკის მთავარი სამმართველო. მის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს ევალებოდათ საჯარო მოსმენების თემების შერჩევა და განზოგადოება, ისინი განსაზღვრავდნენ ჩატარების მიზანს, დროს და ადგილს, მონაწილეთა კატეგორიებს, რომელთა დასწრება აუცილებელი იყო, ამზადებდნენ გნსახილველი საკითხების საინფორმაციო მასალებს და წინადადებების პროექტებს, მოსმენების ჩატარების შედეგების მიხედვით.

კომუნალურ მასმედიაში, კიევის ქალაქის ხელისუფლების ვებ-პორტალზე ყოველთვის ერთი თვით ადრე ქვეყნდებოდა ინფორმაცია, უახლოესი საჯარო მოსმენების გეგმებისა და თემების შესახებ, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის მოქალაქეთა ინფორმირებისა და მონაწილეობის მისაღებად მოწვევის მიზნით.

საჯარო მოსმენებში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ კიეველები და კსსა-ს წარმომადგენლები, არამედ ასევე კიევის საბჭოს დეპუტატები, ქ. კიევის რაიონული საბჭოების დეპუტატები და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები,  მოსახლეობის თვითორგანიზების ორგანოების, პოლიტიკური პარტიების და  საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იყო განსახილველ საკითხებთან, მეცნიერების მოღვაწეები, ექსპერტები.

საჯარო მოსმენებს მე ვატარებდი იმ დროისათვის დედაქალაქის ცხოვრების ყველაზე აქტუალურ და გადაუდებელ პრობლემებზე:  დედაქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორუფციის თავიდან აცილება, მეტროპოლიტენში ვაჭრობის მოწესრიგება, პურის ფასები, ფუფუნების საგნებზე მიზნობრივი მოსაკრებლის დადგენა, სსკ-ის (საბინაო-საექსპლუატაციო კანტორების) საქმიანობა, დედაქალაქის სასწრაფო დახმარების მუშაობა, საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფები და ბევრი სხვა უმნიშვნელოვანესი თემები.

ჩემი ინიციატივა იყო საჯარო მოსმენების ჩატარება არა მხოლოდ მერიაში, ქალაქის დონეზე (ჩვეულებრივ მათ ვატარებდით სვეტებიან დარბაზში), არამედ ასევე კიევის ყოველ რაიონში და მიკრორაიონში. რათა ხალხს ამ დონეზეც ჰქონოდა თავისი აზრის გამოთქმის, ინტერესების დაცვის, თხოვნებისა და წინადადებების ქალაქის ხელისუფლებამდე მიტანის საშუალება. ასეთი ლოკალური საჯარო მოსმენების მთავარი მიზანი იყო – კიეველებს უნდა სცოდნოდათ, რომ ქალაქის ხელისუფლებას უნდა და შეუძლია მათი მოსმენა.

6

ასეთი ლოკალური საჯარო მოსმენების განსაკუთრებული ყურადღების ფოკუსირება იგეგმებოდა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ანტისანიტარია საყოფაცხოვრებო ნაგავის შენახვის ადგილებზე და მისი არარეგულარული გატანა, სახლების შესასვლელ კარებზე კოდირებული საკეტების, სათანადო განათების არარსებობა, ლიფტების მუშაობა, ბავშვთა მოედნების მდგომარეობა, და ა.შ. ამ შეკრებების დროს მე ვთხოვდი კიეველებს გამოეთქვათ თავიანთი აზრი სატრანსპორტო საცობების დაძლევის გზების შესახებ, მანქნების არაკეთილსინდისიერი მფლობელების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, რომლებიც თავიანთ სატრანსპორტო საშუალებებს გაზონებზე და სხვა აკრძალულ ადგილებზე აყენებდნენ. კიეველების დახმარება ასევე საჭირო იყო ავარიული  გზების, უკანონო მშენებლობის და სხვა პრობლემების გამოსავლენად, რომლებიც აწუხებდნენ და ხელს უშლიდნენ მისი მცხოვრებლების კომფორტული ცხოვრებას დედაქალაქში.

დედაქალაქს მთელი ქვეყნისათვის უნდა ეჩვენებინა ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის პატიოსანი და კონსტრუქციული დიალოგის მაგალითი. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ მთელ უკრაინას ვაჩვენეთ ასეთი დიალოგის მაგალითი საჯარო მოსმენების ჩატარებით, ყველა დონეზე – მიკრორაიონიდან დაწყებული საერთო საქალაქომდე.

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა