პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

სადილი ბიზნესმენებთან
2008 წლის დეკემბერში ასეთ სადილზე მიღებულ იქნა დაახლოებით 800 ათასი დოლარი და ამ თანხით დაფინანსდა სოციალური პროგრამები.
რეალიზებულია

2008 წლის ბოლოს გადავწყვიტე ამერიკელი პოლიტიკოსების გამოცდილების გადაღება და ბიზნესმენებთან ფასიანი სადილების მოწყობა. აშშ-ის პრეზიდენტები  ხშირად მართავენ ბიზნესის წარმომადგენლებთან ასეთ საჯარო შეხვედრებს, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტს ავსებენ, მაგრამ უკრაინასა და კიევისათვის ეს ნოუხაუ იყო.

ასეთი სადილების მოწყობა ასევე მიზნად ისახავდა კორუფციასთან ბრძოლას: გსურს სწრაფად გააკეთო საქმე – გთხოვ, გადაიხადე ქრთამზე ნაკლები თანხა ბიუჯეტში და ისუნთქე მშვიდად.

ასეთი შეხვედრის მოწყობა ასევე შეიძლებოდა კსსა-ს სხვა ხელმძღვანლებთან: ჩემს პირველ მოადგილეებთან დენის ბასთან, ანატოლი გოლუბჩენკოსთან ან ირენა კილჩიცკაიასთან $10 ათასი დოლარის გადახდით, მოადგილე ლუდმილა დენისიუკთან $7 ათასი, მთავარი სამმართველოების უფროსებთან – $5 ათასი.

ასე ანატოლი გოლუბჩენკომ 25 დეკემბერს დედაქალაქის ბიზნესმენებთან რესტორან „პორტო მალტეზში“ ივახშმა. ამ შეხვედრაზე თითოეულმა სტუმარმა გადაიხადა 9,5 ათასი აშშ-ს დოლარი. სულ გოლუბჩენკომ შეაგროვა 57 ათასი დოლარი. ქალაქის ბიუჯეტიდან კაპეკი არ დახარჯულა.

„ღონისძიების სოციალური მიმართულებისა და ფულადი სახსრების შემდგომი გამოყენების გათვალისწინებით, რესტორანმა შემოგვთავაზა უფასოდ გვესარგებლა მათი მომსახურებით“.

ასევე ალექსანდრე ლუცკიმ ჩაატარა შეხვედრა 10 ბიზნესმენთან, რომლებმაც საქველმოქმედო მიზნებისათვის გადასცეს დაახლოებით 70 ათასი დოლარი.

თუმცა 2009 წლის თებერვალში მიღებულ იქნა ამ ინიციატივის შეჩერების გადაწყვეტილება.

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა