პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

მუნიციპალური ტაქსი
მე მესმოდა და არაერთხელ მითქვამს, რომ კიევის ტაქსების 90% არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტებს, ეს კი სერიოზული პრობლემაა!
რეალიზებულია

ევრო-2012-ის ჩასატარებლად კიევის მომზადების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქის სტუმრების თანამედროვე და ხარისხიანი სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა, კერძოდ ტაქსის მომსახურებით.

კიევის ტაქსების 90% არ აკმაყოფილებს არანაირ სტანდარტებს, ეს კი სერიოზული პრობლემაა.

2009 წლის მარტში ჩემი განკარგულების შესაბამისად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი კიევში „მუნიციპალური ტაქსის“ პროგრამის რეალიზაციისათვის. მის ხელმძღვანლად დანიშნულ იქნა იმ მომენტზე კსსა-ის თავმჯდომრის პირველი მოადგილე – ევგენი ალფრედის ძე ჩერვონენკო.

ამ პროგრამის მუშაობაში ჩვენი ინიციატივით ჩართულ იქნენ ბაზრის მოქმედი ოპერატორების პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მუნიციპალური ტაქსის უნდა ჰქონოდა ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და უკრაინის შსს გაი-ს დეპარტამენტთან შეთანხმებული, ერთიანი სანომრე ნიშნის ნიმუში. დაგეგმილი იყო გადამყვანისათვის ასეთი ნიშნის გადაცემა  წინასწარ დადებული შეთანხმების შესაბამისად და რაც მთავარია – მუნიციპალური ტაქსის მძღოლი-კანდიდატის მიერ საგზაო მოძრაობის წესების ცოდნის გამჭვირვალე და სამართლიანი გამოცდების ჩაბარების შემდეგ.

მომავალში დაგეგმილი იყო მუნიციპალური ტაქსის ყველა მანქნის ფერის ერთიანი დიზაინის შემუშავება, კლიენტთათვის ბევრი სხვა დამატებითი მომსახურების დანერგვა: “ნაპოვნი ნივთების ბიურო”, სატელეფონო ცხელი ხაზი, და ა.შ.

მნიშვნელოვანია ის, რომ პროგრამა ასევე მიზნად ისახავდა კერძო ტაქსის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც ვერ შეეძლო კლიენტისათვის მომსახურების ღირსეული დონის უზრუნველყოფა. „მუნიციპალური ტაქსის“ ყველა ავტომობილი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო GPS-ნავიგატორებით და მრიცხველებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ტაქსის ახალი სამსახურის შექმნა, არამედ ბაზრის მოქმედ მონაწილეებთან დიალოგის დამყარება, საერთოდ სატრასპორტო სფეროს მეწარმეებთან დიალოგის დაწყება.

მე ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ყველაზე საუკეთესო ქალაქს ყველაზე საუკეთესო ტრანსპორტი ჰქონოდა.

2009 წლის თებერვალში მე ჩავატარე შეხვედრა სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლებთან, მათ რიცხვში ტაქსომოტორული კომპანიების და შევთავაზე მათ, უპირველეს ყოვლისა თანამშრომლობა. დედაქალაქის ხელისუფლება ჩემი სახით დაინტერესებული იყო რათა კიეველებს მიეღო ხარისხიანი მომსახურება.

2010 წლიდან ეს პროგრამა და მისი განვითარება შეწყვეტილ იქნა.

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა