პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

სათვალთვალო ბორბალი
"ისეთი ეფექტი იქნება, თითქოს ადამიანები ჰაერში ცურავენ", - განაცხადა პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა ვალერი შევჩენკომ.
არ იქნა რეალიზირებული უკანასკნელ მომენტში, ტექნიკური მიზეზების გამო

თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი დამონტაჟება მარიინსკის პარკში, მაგრამ მეწყერების საშიშროების გამო იდეაზე უარის თქმა მოგვიხდა. ასევე განიხილებოდა შემდეგი ვარიანტები: საფოსტო მოედანზე ან ხალხთა მეგობრობის თაღის გვერდით, ასკოლდის საფლავთან ახლოს განლაგებულ სტარონავოდნიცკის პარკიში.

ხელმოწერილ იქნა განკარგულება მშენებლობის შესახებ და ინვესტორიც მოინახა.

ქალაქის ლანშაფტის დასათვალიერებელი ნაგებობის სამონტაჟო და საექსპლუატაციო სამუშაოების შესრულების დამკვეთის მოვალეობები უნდა დაკისრებოდა კო „კიევზელენსტროის“.

ასევე განიხილებოდა დედაქალაქში საბაგირო გზების ტურისტული ქსელის შექმნის იდეა. ესკიზი მზად იყო.

დაგეგმილი იყო, რომ კრეშატის პარკში 250 მეტრიანი ანძიდან ოთხი საბაგირო გზა გაიმართებოდა ვაგონების მიმღებ პუნქტებისაკენ, რომლებიც უნდა განლაგებულიყვნენ ვლადიმერის მთაზე, ევროპის მოედანზე, მარიინსკის პარკში და  

მარცხენა ნაპირზე. პროექტის მიხედვით უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე კაბინები, გათვლილი 24 ადამიანისათვის. ასევე გამჭვირვალე იქნებოდა მინაბოჭკოვანი ტროსები, რომლებზედაც კაბინა-ვაგონები იმოძრავებდნენ 4 მ/წ სიჩქარით.

გეგმით საბაგირო გზის მარშრუტის პირველი გაჩერება უნდა ყოფილიყო ევროპის მოედანი, შემდეგ ვლადიმერის მთა, მარიინსკის პარკი და ტრუხანოვის კუნძული. ანძაზე შეიძლებოდა რესტორნის, დასათვალიერებელი მოედნის აშენება, ქვევით – კულტურის ცენტრის.

პროექტის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით $200 მილ., მაგრამ მშენებლობის დასაფინანსებლად ჩვენ ვგეგმავდით ინვესტორების მონახვას, რომლებიც მომავალში ამ მომსახურების რეალიზაციიდან  მიიღებდნენ მოგებას. ჩვენ კი დავარეგულირებდით ფასებს, რათა ეს ხელმისაწვდომი ყოფილიყო კიეველებისათვის.

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა