
ჩემთვის, როგორც კიევის მერისათვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, რომ კიეველებს ჰქონოდათ ევროპული დონის ტრანსპორტით სარგებლობის შესაძლებლობა.
ასე წარმოიქმნა კიევის საქალაქო ელექტრომატარებლის მშენებლობის იდეა, რომელსაც უნდა გაეადვილებინა მეტროსაგან და სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტისაგან მოშორებით განლაგებულ რაიონებში მობინადრე კიეველთა ცხოვრება.
ჩვენ გრძელი გზა განვვლეთ, და ბოლოს, 2009 წლის 2 სექტემბერს გაიხსნა კიევის საქალაქო ელექტრომატარებელი წრიულად განლაგებული 15 სადგურით, და 50,5 კმ სიგრძით. წრის გავლის დრო შეადგენს დაახლოებით 1 საათსა და 30 წუთს.
ახლა მარცხენა ნაპირის იმ რაიონების, სადაც არ არის მეტრო, მცხოვრებლებს მიეცათ საქალაქო ელექტრომატარებლით სარგებლობის და კიევის ნებისმიერ წერტილში უპრობლმოდ მგზავრობის შესაძლებლობა.
კიევის საქალაქო ელექტრომატარებლის ხაზებისა და გაჩერებათა სქემა.

ხაზების სქემა
- გაჩერების პუნქტი სევერნაია (სადგური კიევი-სამგზავრო)
- გაჩერების პუნქტი ვიდუბიჩი
- გაჩერების პუნქტი მარცხენა ნაპირი
- სადგური დარნიცა
- გაჩერების პუნქტი ლევობერეჟნაია
- გაჩერების პუნქტი ტროეშინა
- გაჩერების პუნქტი ტროეშინა-2
- სადგური კიევ-პეტროვკა
- გაჩერების პუნქტი ზენიტი
- გაჩერების პუნქტი ვიშგოროდსკაია
- გაჩერების პუნქტი სირეცი
- გაჩერების პუნქტი რუბეჟოვსკი
- სადგური ბორშაგოვკა
- სადგური კიევ-ვოლინსკი
- გაჩერების პუნქტი კარავაევი დაჩი
საქალაქო ელექტრომატარებელი ძირითადად მხოლოდ პიკის საათის დროს მუშაობს.
სამუშაო დღეებში სრულდება 66 რეისი (33 ყოველი მიმართულებით), დასვენების დღეებში რეისების რაოდენობა დაახლოებით ორჯერ მცირდება.
რამოდენიმე რეისი შემოკებულია და მატარებელი მოძრაობს მხოლოდ სადგურ ბორშაგოვკა ან კიევ-ვოლინსკი-მდე (დან).სამუშაო დღეებში მატარებლების გამგზავრებებს შორის ინტერვალი შეადგენს 21 წუთს, შაბათ-კვირას – 42 წუთს.

სადგური სე კიევიტროეშინა
საქალაქო ელექტრომატარებლის მოძრაობის გრაფიკის შესახებ კიეველთა ინფორმირების მოხერხებულობისთვის, ის განთავსებულ იქნა სამხრეთ-დასავლეთ რკინიგზის ოფიციალურ საიტზე, ჩვეულებრივი ელექტრომატარებლების მოძრაობის გრაფიკთან ერთად.
ასევე ცალკე შექმნილ იქნა საქალაქო ელექტრომატარებლის დამოუკიდებელი საიტი, რომელზედაც ხორციელდებოდა საქალაქო ელექტრომატარებლის აქტუალური ინტერაქტიული მოძრაობის გრაფიკის მუდმივი განახლება. პირველი რიგის გაშვების შემდეგ ხაზზე მუშაობდა ЭПЛ9Т მოდელის ორი მატარებელი. ერთ-ერთი მათგანი მოდერნიზირებულ იქნა – საჯდომი ადგილები განლაგებულ იქნა გვერდების გასწვრივ, როგორც მეტროპოლიტენის ვაგონებში. შემდგომში მოდერნიზირებულ ЭПЛ9Т-სთან ერთად ხაზზე მოძრაობდნენ სხვა მოდელების ჩვეულებრივი მატარებლები – ЭД9М და ЭР9М.

მოდერნიზირებული ЭР9М-53908-ს სალონი
სხვა პროექტები
-
მდიდრები იხდიან ღარიბების მაგივრად არ იქნა რეალიზებული სახელმწიფო დონეზე საჭირო საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო
მე მინდოდა, რომ კიევში -ქალაქში, სადაც ცხოვრობს არანაკლებ 20% ძალიან მდიდარი ხალხი, სწორედ მოქალაქეთა ამ ნაწილს დაკისრებოდა კომუნალური მომსახურების ხარჯები, ტარიფების დიფერენციაციის გზით
-
კიევის იპოდრომის მუშაობის განაახლება Реализовано
მე გადავწყვიტე კიევის იპოდრომისათვის ახალი სიცოცხლის ჩაბერვა, რათა ის კვლავ გადაქცეულიყო ქალაქისა და ქვეყნის სიამაყედ.
-
ავტო აუქციონები რეალიზებულია
საბიუჯეტო სახსრების ეკონომიისა და ჩინოვნიკების აპარატის შენახვის ხარჯების შემცირების მიზნით, მე გადავწყვიტე კს "კიევის საბჭოს ავტოსატრანსპორტო საწარმოს" ავტომობილების გაყიდვების აუქციონის ორგანიზება.
-
ხანდაზმულთა სახლი „საუკეთესო სახლი“ რეალიზებულია
2008 წლის 25 დეკემბერს კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილ იქნა კომუნალური საწარმო „საუკეთესო სახლი“.