პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ევაკუატორები
ევაკუატორების მუშაობიდან მიღებული შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენდა დაახლოებით მილიონი გრივნას.
რეალიზებულია

ჯერ კიდევ 2002 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დედაქალაქში ევაკუატორების მუშაობის შესახებ, მაგრამ 2005 წელს შევჩენკოს რაიონულმა სასამართლომ არაკანონიერად სცნო კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილება №47/207 26.09.2002 წ. გაჩერებისა და დგომის წესების დამრღვევი მძღოლების სატრანსპორტო საშუალებების მიმართ იძულებითი გადაადგილების გამოყენების შესახებ.  შემდეგ, 2005 წლის 9 დეკემბერს კიევის სააპელაციო სასამართლომ, განიხილა რა კიევის საქალაქო საბჭოს 30.08.2005 წლის სააპელაციო საჩივარი შევჩენკოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით, ის ძალაში დატოვა.

მიუხედავად ამისა მე გადვწყვიტე დედაქალაქის ქუჩებში ევაკუატორების დაბრუნება.

ევაკუატორები – ეს არ არის კიევის მერის პირადი ახირება, ეს მხოლოდ დედაქალაქის ქუჩების განტვირთვის ერთ-ერთი გზაა. არაკეთილსინდისიერი მძღოლების თავხედობა უნდა დაისაჯოს. ევაკუატორების აკრძალვის შესახებ მიღებულმა  გაუფრთხილებელმა გადაწყვეტილებამ უკვე აჩვენა, თუ როგორ გადაიტვირთა ქალაქის ქუჩები გზისპირა უკონტროლოდ მიტოვებული მანქნების გამო. ევაკუატორების მუშაობიდან მიღებული შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენდა დაახლოებით მილიონი გრივნას. მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო არა ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების შემოსვლა, არამედ გზებზე წესრიგის დამყარება, იმ მძღოლების დისციპლინირება, რომლებიც უკანონოდ ტოვებენ თავიანთ მანქნებს იქ სადაც მათთვის მოსახერხებელია და აფერხებენ სხვა მანქნების, კომუნალური სამსახურების, სასწრაფო დახმარების ან მეხანძრეების მოძრაობას.

ასე 2006 წლის 16 მაისს უკრაინის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დართო კიევში არასწორად გაჩერებული მანქანების ევაკუატორზე დატვირთვის და საჯარიმო მოედანზე გადაზიდვის უფლება. მაგრამ  დედაქალაქის შევჩენკოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით კიევის საქალაქო საბჭო იძულებული გახდა კვლავ მოეხსნა ევაკუატორები, ასე რომ სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი  ევაკუაცია ითვლებოდა არაკანონიერად. 2007 წლის აპრილს კიევის სააპელაციო სასამართლომ დედაქალაქის ევაკუატორების მუშაობა კანონიერად სცნო. 2007 წლის 18 დეკემბერს კსსა-ს ტრანსპორტის მთავარმა სამმართველომ, ქ კიევში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოსთან ერთად მოამზადა ბრძანება № 83/167 ზემოქმედების ზომების გამოყენების წესის შესახებ მძღოლების მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს საგზაო მოძრაობის წესები და ქ. კიევში დადგენილი ტერიტორიის კეთილმოწყობის, სატრანსპორტო საშუალებების პარკირების, საზოგადოებრივი ადგილებში სიწყნარის, ქ. კიევის ბაზრებზე ვაჭრობის წესები.

მაგრამ უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ 2008 წ. 11 მარტს გააუქმა ის.

2008 წ. ივლისიდან აღდგენილ იქნა ევაკუატორების მუშაობა – ეს არის  ბრძოლის ევროპული პრაქტიკა მათთან, ვინც არაკანონიერად აყენებს მანქანას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, საცალფეხო გადასასვლელზე, ტროტუარებზე და ა. შ.

თუმცა, მალე ისინი კვლავ წავიდნენ ქუჩებიდან …

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა