პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ხანდაზმულთა სახლი „საუკეთესო სახლი“
დაუყოვნებლივ დაარსების შემდეგ "საუკეთესო სახლში" საცხოვრებლად გადასვლაზე მზადყოფნა განაცხადა 300-ზე მეტმა ადამიანმა, ისინი თვითონ რეკავდნენ ქოლ-ცენტრში 15-51 და გამოთქვამდნენ იქ მოხვედრის სურვილს.
რეალიზებულია

2008 წლის 25 დეკემბერს კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილ იქნა კს (კომუნალური საწარმო) „საუკეთესო სახლი“. საწარმოს შექმნის მიზანი წესდების თანახმად – რთულ ცხოვრებისეულ გარემოებებში მოხვედრილ და მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა.

საწრმოს უნდა  განეხორციელებინა ორგანიზაციული და სამართლებრივი ქმედებები, ასეთი პირების მუდმივი შენარჩუნების გაფორმებასთან დაკავშირებით, კომუნალურ საინტერნატო დაწესებულებებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების დადება. ამავე წესდების შესაბამისად, საწარმოოს ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის გადაცემული აღნიშნულ პირთა კუთვნილი ქონების განკარგვის უფლება. მე პირადად წარვადგინე „საუკეთესო სახლის“ შექმნის პროექტი სხდომათა დარბაზში.

ჩემთვის მისი შექმნის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ხანშიშესული ადამიანები ძალიან დაუცველი არიან, მარტოხელა მოხუცები ხშირად ხდებიან ბოროტმოქმედთა მსხვერპლი, რომლებიც ეუფლებიან მათ ქონებას, ბინებს.

იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ მიგვეცა ადამიანისათვის ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა ნორმალურ, კომფორტულ გარემოში. ასევე მთავარია ხანდაზმული ადამიანების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე უფრო საშიში უბედურებისაგან – მარტოობისაგან. ასეთ დაწესებულებაში ეს გამორიცხულია – ერთი ასაკის, ერთი და იგივე ინტერესების მქონე ადამიანებს მიეცათ ერთად დროის გატარების შესაძლებლობა: სიმღერა, ჭადრაკის თამაში, უბრალოდ საუბარი სუფთა ჰაერზე, ერთი სიტყვით – ცხოვრება!

ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ხანდაზმული ადამიანები „საუკეთესო სახლში“ საკუთარი ნებით გადადიოდნენ, ამასთან მათი ბინები რჩებოდა მათ საკუთრებაში, რადგანაც უპირველეს ყოვლისა ჩემთვის მთავარი იყო კანონის დაცვა, რომელიც იცავს ნებისმიერი ადამიანის საკუთრების უფლებას, მის გარდაცვალებამდე.

ხელშეკრულების თანახმად, პენსიონერები თავიანთი პენსიის 75%-ს ურიცხავდნენ პანსიონატს, სამაგიეროდ ღებულობდნენ მოვლას და საკვებს. მაგრამ დაფინანსების უფრო არსებით წყაროდ უნდა გამხდარიყო ბინები, რომლებიც გეგმის მიხედვით იჯარით უნდა ჩაბარებულიყო.

ახლად შექმნილი საწარმო „საუკეთესო სახლი“ განლაგებული იყო ომისა და შრომის ვეტერანების პანსიონატის ბაზაზე პუშე-ვოდიცაში. იქ იყო 2 ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სასადილო, სამეურნეო დანიშნულები სბლოკი, გარაჟი, ადმინისტრაციული შენობა, და კიდევ დიდი ფართობი, სუფთა ჰაერი.

ნომრები მოწყობილი იყო ცხოვრებისათვის აუცილებელი ავეჯით – საწოლი, კარადა, მაგიდა, სკამი. ყველა მაცხოვრებელს შეეძლო თავისი სურვილისამებრ ოთახის დამშვენება – ფერწერით, ან ყვავილებით, ან ახლობლების სურათებით.

დაუყოვნებლივ დაარსების შემდეგ „საუკეთესო სახლში“  საცხოვრებლად გადასვლაზე მზადყოფნა განაცხადა 300-ზე მეტმა ადამიანმა, ისინი თვითონ რეკავდნენ ქოლ-ცენტრში 15-51 და გამოთქვამდნენ იქ მოხვედრის სურვილს.

2010 წლის 28 დეკემბერს კიევის საბჭომ გააუქმა კს „საუკეთესო სახლი“. ლიკვიდაციის მომენტზე იქ იმყოფებოდა 13 ადამიანი, რომლებიც უნდა გადასახლებულიყვნენ ხანდაზმულთა სხვა სახლებში.

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა