
მერის პოსტზე არჩევის მომენტიდან, მე ყოველთვის ვცდილობდი დიალოგის დამყარებას ჩემ კიეველებთან, რომლებსაც ჰქონდათ ბევრი პრობლემა, უმეტეს შემთხვევებში მათ არ ჰქონდათ საკუთარი ძალებით ამ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა და ქალაქის ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მათი მოგვარებისათვის.
სხვადასხვა დროს მისი წამყვანი იყო ნიკიტა ბელსკი, დიმიტრი ჯანგიროვი, ოლგა სუმსკაია, ალექსანდრე კოლოდი. პროგრამა შედგებოდა რამდენიმე ბლოკისაგან: პირველ რიგში, მე ვაკეთებდი ანგარიშს იმ კითხვებსა და თხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც მივიღე წინა პროგრამაში. შემდეგ ჩვენ, წამყვანთან ერთად ვაგრძელებდით დიალოგს: ვარჩევდით დედაქალაქის ფუნქციონირების აქტუალურ საკითხებს, ჟურნალისტები ძალიან ხშირად აკეთებდნენ სტუდიაში პირდაპირ ჩართვას ხრეშატიკიდან, სადაც კიეველები დიდი რაოდენობით იყრიდნენ თავს. მათ ყველას სურდათ ესაუბრათ თავიანთ პრობლემებზე, დაესვათ ჩემთვის მათთვის საინტერესო კითხვები. შემდეგ მე ვპასუხობდი სტუდიაში შემოსულ ზარებზე. ეს საათი გადიოდა, როგორც ერთი წუთი და მისი მთავარი ამოცანა იყო რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ხალხთან დიალოგი, მათი შეკითხვებისა და თხოვნების მოსმენა.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპური იყო ის, რომ არც ერთი გადაცემა არ გამოდიოდა ჩანაწერში – მხოლოდ პირდაპირი ეთერი!
მნიშვნელოვანია აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტი, რომ ბევრი ეთერის დროს ჩემთან ერთად მუშაობდნენ ჩემი მოადგილეებიც: მე – ვპასუხობდი წამყვანისა და კიეველების კითხვებზე სტუდიაში, ხოლო ისინი – ღებულობდნენ ზარებს ქოლ-ცენტრში. მაგალითად, ყოველ მსურველს შეეძლო დაესვა შეკითხვა ჩემი მოადგილისათვის – დაერეკა ცხელი ხაზის “15-51″ ნომერზე და მოეთხრო თავისი პრობლემის შესახებ, დაესვა მისთვის აქტუალური შეკითვა.
მე ვამაყობ იმით, რომ პროგრამა “მერის საათი”ინიცირებულ იქნა ჩემს მიერ. ამის დასტურად შეიძლება იყოს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ პროგრამების მრავალი ჩანაწერი დღევანდელ დღემდე თავისუფლადაა ხელმისაწვდომი და ყველა მსურველს შეუძლია გაეცნოს მათ.
სხვა პროექტები
-
მდიდრები იხდიან ღარიბების მაგივრად არ იქნა რეალიზებული სახელმწიფო დონეზე საჭირო საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო
მე მინდოდა, რომ კიევში -ქალაქში, სადაც ცხოვრობს არანაკლებ 20% ძალიან მდიდარი ხალხი, სწორედ მოქალაქეთა ამ ნაწილს დაკისრებოდა კომუნალური მომსახურების ხარჯები, ტარიფების დიფერენციაციის გზით
-
კიევის იპოდრომის მუშაობის განაახლება Реализовано
მე გადავწყვიტე კიევის იპოდრომისათვის ახალი სიცოცხლის ჩაბერვა, რათა ის კვლავ გადაქცეულიყო ქალაქისა და ქვეყნის სიამაყედ.
-
ავტო აუქციონები რეალიზებულია
საბიუჯეტო სახსრების ეკონომიისა და ჩინოვნიკების აპარატის შენახვის ხარჯების შემცირების მიზნით, მე გადავწყვიტე კს "კიევის საბჭოს ავტოსატრანსპორტო საწარმოს" ავტომობილების გაყიდვების აუქციონის ორგანიზება.
-
ხანდაზმულთა სახლი „საუკეთესო სახლი“ რეალიზებულია
2008 წლის 25 დეკემბერს კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილ იქნა კომუნალური საწარმო „საუკეთესო სახლი“.