პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ბრძოლა სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ
კიევის საქალაქო ხელმძღვანლად არჩევის დღიდან მე დავიწყე სისტემური მუშაობა ქალაქ კიევის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოწესრიგებისათვის.
რეალიზებულია

კიევის საქალაქო ხელმძღვანლად არჩევის დღიდან მე დავიწყე სისტემური მუშაობა ქალაქ კიევის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოწესრიგებისათვის.

ჩემი ამოცანა: სისტემური მუშაობა სათამაშო ბიზნესის მოსაწესრიგებლად. დედაქალაქში უკრაინაში პირველად შემუშავებული და დამტკიცებული იქნა სპეციალური სალიცენზიო პირობები, რომლებმაც სათამაშო დაწესებულებების წინაშე დააყენეს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები. შემდეგი ნაბიჯი იყო 2007 წლის 22 აგვისტოს კიევის საბჭოს დადგენილების მიღება „სათამაშო აპარატების, სხვა სათამაშო მოწყობილობის და სათამაშო დაწესებულებების არასანქცირებული განთავსების აკრძალვის შესახებ“.

 

ახალი 2007 სასწავლო წლიდან მე გავეცი განკარგულება, ქალაქის სკოლების, საბავშვო ბაღების, პოლიკლინიკების, აფთიაქების, საცხოვრებელი სახლების მახლობლად არაკანონიერად დადგენილი სათამაშო ავტომატების მოხსნის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო დოკუმენტების გარეშე სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნა სათამაშო ბიზნესის მაკონტროლებელი საქალაქო კომისია. ამ კომისიის მუშაობის შედეგად 2006 წლიდან 2009 წლის ივლისამდე კიევში ჩატარებულ იქნა სათამაშო ბიზნესის სუბიექტების 8 ათასზე მეტი შემოწმება.

დემონტირებულ და ამოღებულ იქნა 2 ათასზე მეტი სათამაშო ავტომატი.

Борьба и игорным бизнесом

მე თვითონ ვიღებდი მონაწილეობას ავტომატების განადგურების ღონისძიებებში, რომლებიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდა თაობის, მორალური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მეათასედ ჩამორთმეულ სათამაშო ავტომატს პირველი დარტყმა საკუთარი ხელით მივაყენე!

მე თვითონ ვიღებდი მონაწილეობას ავტომატების განადგურების ღონისძიებებში, რომლებიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდა თაობის, მორალური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მეათასედ ჩამორთმეულ სათამაშო ავტომატს პირველი დარტყმა საკუთარი ხელით მივაყენე!

მაგრამ რადგანაც სათამაშო ბიზნესის მოწესრიგების საკითხი შედიოდა ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების კომპეტენციაში, კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაცია არაერთხელ გამოდიოდა დედაქალაქში სათამაშო ბიზნესის აკრძალვის და  სათამაშო ბიზნესის დაწესწბულებების ქალაქგარეთ გატანის ინიციატივით. მაგრამ მხოლოდ დნეპროპეტროვსკის ტრაგედიამ აიძულა ხელისუფლება მიეღო ჯერ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება, ხოლო შემდგომში 2009 წლის 25 ივნისს მიღებულ იქნა უკრაინის კანონი „უკრაინაში სათამაშო ბიზნესის აკრძალვის შესახებ“, რომლის შესაბამისად უკრაინაში აკრძალულია სათამაშო ბიზნესი და აზარტულ თამაშებში მონაწილეობა.

ნათქვამის შეჯამების მიზნით მინდა აღვნიშნო: მე არა მხოლოდ ხელს ვაწერდი კიევის საბჭოს განკარგულებებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებითაც ვებრძოდი უკვე არსებულ სათამაშო დაწესებულებებს ან საკუთარი ხელით ვანადგურებდი სათამაშო ავტომატს. მერის პოსტზე ყოფნის მთელი დროის განმავლობაში მე ხელი არ მომიწერია არცერთ განკარგულებაზე  სათამაშო დაწესებულებების  გახსნის შესახებ – ეს მთავარია!

 

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა