პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

მდიდრები იხდიან ღარიბების მაგივრად
"კიევის მოსახლეობის მდიდარი ნაწილისათვის" კომუნალური გადასახადების გადახდა არ იქნებოდა იმდენად დამამძიმებელი, როგორც დედაქალაქის ჩვეულებრივი პენსიონერისათვის.
არ იქნა რეალიზებული სახელმწიფო დონეზე საჭირო საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აქვთ განსხვავებული შემოსავალი: ერთი შოულობს დღეში მილიონს, მეორე – რამდენიმე ათას გრივნას წელიწადში.

რას წარმოადგენდა ჩემი იდეა… მე მინდოდა, რომ კიევში -ქალაქში, სადაც ცხოვრობს არანაკლებ 20% ძალიან მდიდარი ხალხი, სწორედ მოქალაქეთა ამ ნაწილს დაკისრებოდა კომუნალური მომსახურების ხარჯები, ტარიფების დიფერენციაციის გზით – მდიდრებისათვის უნდა ყოფილიყო მაღალი ტარიფი, ღარიბებისათვის – მინიმალურად დაბალი.

“კიევის მოსახლეობის მდიდარი ნაწილისათვის” კომუნალური გადასახადების გადახდა არ იქნებოდა იმდენად დამამძიმებელი, როგორც დედაქალაქის ჩვეულებრივი პენსიონერისათვის. ვინაიდან ცხადია, რომ კიევის მდიდარი მაცხოვრებლები რესტორნებში ერთ საღამოს უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ზოგიერთი ბებიები და ბაბუები ღებულებენ მთელი თვის განმავლობაში. მომავალში მინდოდა საერთოდ გამენთავისულებინა კომუნალური მომსახურების გადახდისაგან კიეველები, რომელთათვის ასეთი ხარჯვები – უმძიმესი ტვირთია, და იმ დროისათვის მათი რიცხვი შეადგენდა 650-700 ათას ადამიანს. პირველ ეტაპზე იგეგმებოდა  ტარიფების დიფერენცირება ჩვეულებრივი მომხმარებლებისა და მაღალი მოგების მქონე წარმატებულ კომპანიებსა და საწარმოებისათვის – ბანკები, კაზინოები, რესტორნები. საერთოდ მე ვიცოდი, რომ ტარიფების გაზრდა – ძალიან არაპოპულარული გადაწყვეტილებაა. და არავინ, თუნდაც ისინი, ვისაც სჯეროდა და მხარს უჭერდა ჩემს ნაბიჯებს, არ მიესალმებოდნენ ამას. მე არ მქონდა იმის იმედი, რომ ტაშს დამიკრავდნენ. და იმ ეტაპზე ყველა ჩემმა კრიტიკოსმა მშვენივრად იცოდა: კიევში საჭირო იყო კომუნალური ტარიფების გაზრდა. უპირველეს ყოვლისა ტარიფების გაზრდის მიზანი იყო დედაქალაქის საბინაო-კომუნალური სექტორის აღდგენის სურვილი, იმისათვის რომ ყველა ქუჩის სახლებსა და ეზოებს ჰქონოდათ დედაქალაქის შესაფერისი კომფორტი, რომ შენობების შესასვლელები ყოფილიყო შეკეთებული, ნაგვისაგან გასუფთავებული, ლიფტები გამართული, ღამით ქუჩები განათებული. მაგრამ იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს გაკეთებულიყო არა იმ კიეველების ხარჯზე, რომლებსაც კომუნალური გადასახადების გადახდის შემდეგ მხოლოდ პურისა და წყლის ფული დაურჩებოდათ, არამედ შეძლებული ადამიანებისა და წარმატებული კომპანიების ხარჯზე, რომელთათვის ტარიფების გაზრდა არ ნიშნავს შიმშილობასა და აუცილებელი წამლების ყიდვის შეუძლებლობას…

 

2008 წლის 30 ოქტომბერს კიევის საბჭოს სესიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სკმ-ზე (საბინაო-კომუნალური მომსახურებება) ტარიფების გაზრდის შესახებ. ჩემი პირადი ინიციატივით დეპუტატებმა ხმა მისცეს იმას, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩება, ხოლო განსაკუთრებით მომგებიანი კომერციული საწარმოებისათვის – გაიზრდება 5-10 ჯერ.

ამის შემდეგ მე ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას, რომელიც არეგლამენტირებდა პერველ რიგში ტარიფების გაზრდას იურიდიული პირებისათვის 1,08 – 9,5 ჯერ, მაგრამ ეს შემდგომში გაუქმებულ იქნა უკრაინის პრეზიდენტის მიერ 2008 წლის 20 ნოემბერს.

 2008 წლის 27 ნოემბერს განმეორებით ხელმოწერილ იქნა კსსა-ს ხელმძღვანლის განკარგულება იურიდიული პირებისათვის სკმ-ზე ტარიფების გაზრდის შესახებ, რომელიც კვლავ გაუქმებულ იქნა პრეზიდენტის მიერ 2009 წლის 12 ნოემბერს.

2009 წელს კვლავ შედგენილ და ხელმოწერილ იქნა კსსა-ს ხელმძღვანლის განკარგულება 16 იანვრიდან 9 კატეგორიის კომერტიული საწარმოებისათვის კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფების 8, 55 ჯერ გაზრდის შესახებ, 1 დეკემბრიდან 11კატეგორიის საწარმოებისათვის 9,5 ჯერ ადრე დადგენილი გაზრდის ნაცვლად.

ეს განკარგულება ითვალისწინებდა ტარიფების გაზრდას კაზინოებსა და სათამაშო დაწესებულებებისათვის; ღამის კლუბებსა და სტრიპტიზ ბარებისათვის; გასართობი დაწესებულებების ბარებისათვის; პოლიტიკური პარტიების ოფისებისათვის; ბირჟების, ლომბარდების და უძრავი ქონების სააგენტოებისათვის; იარაღის, ანტიკვარიატისა და სამკაულების მაღაზიებისათვის; მობილური ოპერატორებისათვის; ვალუტის გაცვლის პუნქტებისათვის; შემფასებელთათვის. ამგვარად იურიდიულ პირთა ჩამონათვალი, რომელთათვის უნდა გაზრდილიყო ტარიფი, შემცირებულ იქნა 11-დან 9-მდე, სიიდან გამოირიცხა ავტოსალონები, 3-, 4- და 5-ვარსკლავიანი სასტუმროები.

9 კატეგორიის იურიდიულ პირთათვის ყველა ტარიფი გაიზარდა 8,55 ჯერ: გათბობაზე – 40,65-ით 46,03 გრივნამდე 1 კვ.მ. გასათბობ ფართზე გათბობის სეზონში; ცხელ წყალზე – 125,13-ით  141,7 გრივნამდე/კუბ.მ; ცივ წყალზე – 33,98-ით  38,48 გრივნამდე/კუბ.მ.

შესაბამისად კსსა-მ ძალადაკარგულად აღიარა პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს მიერ გაუქმებული 27 ნოემბრის განკარგულება 11კატეგორიის იურიდიულ პირთათვის კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფების 9,5 ჯერ გაზრდის შესახებ. მაგრამ მოგვიანებით ახალი განკარგულებაც გაუქებულ იქნა.

როგორც შედეგი შეიძლება ითქვას, რომ 2007-2009 წლების განმავლობაში მე მინდოდა სოციალურად სამართლიანი კომუნალური ტარიფების დანერგვა და მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებისსათვის 10-ზე მეტი სხვადასხვა  ტარიფის დადგენა, უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის საბინაო-კომუნალურ მომსახურებაზე ხარჯების  თანდათან შემცირებისა და გაწეული მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით.

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა