პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

საკანონმდებლო წინადადება „ჯანდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც უკავშირდება ევთანაზიის გამოყენების შესაძლებლობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,

ირაკლი კობახიძეს

ბატონო ირაკლი,

ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ჩემი საკანონმდებლო წინადადება „ჯანდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც უკავშირდება ევთანაზიის გამოყენების შესაძლებლობას. საქართველოს კანონმდებლობით, ევთანაზია კვალიფიცირდება, როგორც  „უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა, მისივე დაჟინებული თხოვნით“.

მოცემული საკანონმდებლო წინადადების დამუშავება განპირობებულია საქართველოს ბიუჯეტის საგრძნობლად შევსების და შესაბამისად, მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების აუცილებლობით. ჩემი გამოთვლებით, წელიწადში მოსალოდნელია 1 000 000 000 ამერიკულ დოლარამდე შემოსავალი, ხოლო შემდგომ, კიდევ უფრო მეტი!

საქმე ის არის, რომ დღესდღეობით, ევთანაზია გამოიყენება მხოლოდ შვეიცარიაში, რისთვისაც, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩადიან იქ  უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანები. ეს ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლის ძალიან მსხვილი ნაწილია!

გარდა ამისა, აღნიშნული მეთოდი არის ჰუმანური!

მოცემული კანონის მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია და მე ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, რომ მიაქციოს მას ყურადღება! ყოველდღე, საქართველოს მოქალაქეები იტანჯებიან უმუშევრობისა და შიმშილის გამო, ამ კანონის მიღება კი, პენსიის გაზრდის და უმუშევრობის დაძლევის საშუალებას იძლევა. იგი ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მდიდარი ტურისტებისთვის, შექმნის ბევრ სამუშაო ადგილს სამედიცინო ტურიზმის დარგში!

მიმაჩნია, რომ ევთანაზიის პრაქტიკა არ უნდა მოქმედებდეს  საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქრისტიანულ კანონებს, ხოლო საქართველო კი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ქვეყანაა და პატრიარქიც წინააღმდეგი იქნება!

ახლა კი, მოკლედ მინდა წარმოგიდგინოთ საკუთარი თავი და მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემ მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესახებ.

მე, ლეონიდ ჩერნოვეცკი, დავიბადე 25.11.1951 (პ/ნ: 61191001782 ), ვარ საქართველოს მოქალაქე.

2006-დან 2008 წლის ჩათვლით, ასევე 2008-დან 2012 წლის ჩათვლით, გახლდით ქალაქ კიევის მერი, უკრაინის სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. მონიჭებული მაქვს უკრაინის დამსახურებული იურისტის და პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება. მიღებული მაქვს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები: „იაროსლავ ბრძენის“-ს მეხუთე ხარისხის ორდენი, მესამე ხარისხის ორდენი „დამსახურებისთვის“ (უკრაინა), „ღირსების ორდენი“ (საქართველო), „სამი ვარსკვლავის“ ორდენი (ლატვია).

2012 წელს  დავაფუძნე „ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი“ და მას შემდეგ, ვზრუნავ მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე. ექვსი წლის განმავლობაში, ჩემმა ფონდმა,  სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება გაუწია  საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს: მშობლების მზრუნველობას და მეურვეობას მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან,  სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს.

           დღესდღეობით, ფონდი მზრუნველობას უწევს 500-მდე მწოლიარე ბენეფიციარს. ეს ადამიანები ცხოვრობენ  აუტანელ სიდუხჭირეში და განიცდიან მძიმე ფიზიკურ ტანჯვას. ფონდის მედპერსონალი უწევს მათ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას, ამარაგებს  მედიკამენტებით, პროდუქტებითა და  ჰიგიენური საშუალებებით.

ფონდი ადმინისტრირებას უწევს  სამ, მცირე საოჯახო ტიპის სახლს თბილისსა და ქობულეთში, სადაც 30 მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვი იზრდება.

           2017 წლის მაისში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გაიხსნა ფონდის მრავალპროფილიანი დღის ცენტრი, რომელიც მუშაობს ყოველდღე. 

        ყოველდღიურად ფუნქციონირებს ფონდის 2  საქველმოქმედო სასადილო თბილისსა და ქუთაისში,  რომელიც 500-ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურება.

აქვე გაცნობებთ, რომ ვინაიდან  არ ვიმყოფები საქართველოში, საკანონმდებლო წინადადების განხილვის პროცესში ჩემი სრულუფლებიანი წარმომადგენელი იქნება მაკა კვირტია (პ/ნ:62001035190), რომელიც, ასევე, სრულად იზიარებს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შინაარსს.  დამატებითი შეკითხვების არსებობის, ან ახსნა-განმარტებების საჭიროების შემთხვევაში, გაწვდით მის კოორდინატებს: ელ-ფოსტა: [email protected] , ტელ: 558 234040.

პატივისცემით,

 

/ლ. ჩერნოვეცკი/

 თარიღი: 13.11.2018

 

განმარტებითი ბარათი

ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

.) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ცნობილია, რომ ევთანაზია უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან გატანჯული ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინების აქტია, რომელიც სიკვდილის წინა სტადიაში იმყოფება. ეს მიიღწევა მედპერსონალის, ან სხვა დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა ქმედებებით (მაგ: ნარკოტიკების მაღალი დოზის ინექციით, ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვით კვების წყაროდან და ა.შ.) ან უმოქმედობით (დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობა). ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მესამე ნაწილის „ვ“ პუნქტის მიხედვით, ევთანაზია – ეს არის უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა, მისივე თხოვნით; ევთანაზიის არსებული რამოდენიმე სახეობიდან, შევეხებით მხოლოდ აქტიურ და პასიურ ევთანაზიას. აქტიური ევთანაზიის დროს, ხდება ავადმყოფისათვის სიცოცხლის მოსპობა მოწყალების მოტივით, სამედიცინო პერსონალის, ან სხვა პირის მიერ აქტიური მოქმედებების შესრულებით; პასიური ევთანაზია კი ნიშნავს, სამედიცინო მუშაკის ან დაავადებულის კანონიერი წარმომადგენლის მიერ შეზღუდული, ან რთული მეთოდიებით ორგანიზებული მკურნალობის შეწყვეტას (მაგ., სასუნთქი აპარატის გათიშვა), რომელიც იწვევს ავადმყოფის გარდაუვალ სიკვდილს. აღსანიშნავია, რომ ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს პასიური ევთანაზიის ფორმას, მაგრამ, ამავდროულად, პირდაპირ კრძალავს სამედიცინო პერსონალის მიერ ევთანაზიის გამოყენების შესაძლებლობას. ეს ორი ნორმა ერთმანეთის წინააღმდეგობაში მოდის, რაც ქმნის, ამ მიმართულებით, კანონმდებლობაში ხარვეზს. უფრო დეტალურად განხილვისათვის: “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის” 151-ე მუხლი პირდაპირ კრძალავს სამედიცინო პერსონალის, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირის მიერ ევთანაზიის განხორციელებას, ან მასში მონაწილეობას. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტი იძლევა „პაციენტის ავტონომიის“ განმარტებას, რომლის მიხედვითაც, პაციენტი უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ყველა საკითხი.

“პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, “ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებისუნარიან პაციენტს უფლება აქვს, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე, შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის, ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგის შესახებ, პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული“. აქვე, ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი ამბობს: “საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ, წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა, ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას, ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას, მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი, ან პალიატიური მკურნალობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია: ა) უკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით; ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას“. როგორც ვხედავთ, გამოიკვეთა ორი ერთმანეთის წინააღმდეგობრივი ნორმა.

 

 ზოგადად, მსოფლიოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მიუხედავად ამისა, არსებობს ქვეყნები, სადაც  მოახდინეს ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია (პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატები).

შვეიცარია წარმოადგენს ერთ-ერთ იმ მცირე სახელმწიფოთაგანს, სადაც ევთანაზია კანონიერ ქმედებას წარმოადგენს და არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. შვეიცარიაში მრავალი ქვეყნიდან ჩადიან ევთანაზიის განხორციელების მსურველები.

საქართველოს  კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულია: “დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობა, სასტიკი, არაადამიანური, ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება”. იმ პირობებში, როდესაც პაციენტი უკურნებელი სენით არის დაავადებული და წინა სასიკვდილო ფაზაში იმყოფება, განიცდის არაადამიანურ ტკივილებს, მისთვის აქტიური ევთანაზიის გამოყენებაზე უარის თქმა არაადამიანური სასჯელის მისჯის თანაბარია. მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობით, უმოქმედობა, რაც იწვევს ადამიანის ტანჯვას და სიკვდილს, ასევე დასჯადი ქმედებაა. მაშასადამე, ადამიანის მიმართ უმოქმედობა, რომელიც ევთანაზიაზე უარის თქმაში გამოიხატება, შეიძლება ითქვას, რომ არაჰუმანურია. საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული მუხლები ავალდებულებენ სახელმწიფოს, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას ადამიანის მიმართ არაჰუმანური მოპყრობა, წამება, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ევთანაზიის დაუშვებლობა, სწორედ იმ ადამიანის მიმართ იწვევს არაჰუმანურ მოპყრობას, ტანჯვას და წამებას, რომელსაც უარს ეუბნებიან, განთავისუფლდეს იმ არაადამიანური ტკივილებისგან, რაც უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანის ტანჯვას იწვევს. წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში, საქართველოს კანონდმებლობაში გამოსწორდება წინააღმდეგობრივი მუხლები და ამით იგი უფრო მეტად მისადაგებული გახდება „ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო“ კონვენციასთან.

 

 .) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში“, „პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონში“ და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენება ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ განუკურნებელი სენით დაავადებული უცხოელებისათვის.

 

.) კანონპროექტის ძირითადი არსი;

კანონპროექტის მიხედვით, იგეგმება საქართველოს კანონმდებლობაში  ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც დაუშვებს საქართველოში აქტიური ევთანაზიის გამოყენებას ამ მიზნით საქართველოში ჩამოსული უცხოელების მიერ. კანონპროექტის მიღებით, ასევე, გამოსწროდება დღესდღეობით არსებული ხარვეზი, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

კანონპროექტის მიღების ძირითად მიზეზებში ვისაუბრეთ იმ ქვეყნების შესახებ, სადაც ევთანაზია დეკრიმინალიზებულია. ამ ქვეყნებიდან გამოვყავით შვეიცარია. დღესდღეობით, შვეიცარიაში მოქმედებს 6 დაწესებულება, რომლებიც ევთანაზიის მსურველის შვეიცარიაში ჩასვლის დღიდან, ამ აქტის განხორციელების მომენტამდე, უზრუნველყოფს მსურველის მხარდაჭერას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების შერჩევა, რომლებიც ამ მიმართულებით ჩაერთვებიან აღწერილ საქმიანობაში. ეს წარმოდგენილი კანონპროექტის წარმატებული რეალიზების ერთ-ერთი კომპონენტია, ვინაიდან ევთანაზიის პროცედურის ჩატარებამდე, მის აღმასრულებელ სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენტური დაწესებულბების, სამედიცინო ექსპერტის და ფსიქოლოგის დასკვნა, რომლებიც დაადასტურებენ ევთანაზიის მსრუველი პირის საღ აზროვნებას, ქმედუნარიანობას, ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ აქტის განხორციელების მომენტამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ შვეიცარიაში, ყოველი ასეთი პროცედურის ჩატარების ღირებულება 4000 ფრანკს შეადგენს. წარმოდგენილი კანონპროექტი, ასევე, გამორიცხავს ამ საქმიანობის ბიზნესად გარდაქმნას, რაც შესაძლებელი იქნება შემდეგი აუცილებელი პირობების არსებობისას:

  • ადამიანი დაავადებული უნდა იყოს განუკურნებელი სენით და იგი უნდა იმყოფებოდეს სიკვდილის წინა პერიოდში;
  • ადამიანი უნდა განიცდიდეს ძლიერ ტკივილებს, რაც დაავადების შედეგი იქნება;
  • აუცილებელია, სამედიცინო/ექსპერტის არანაკლებ ორი დასკვნისა და ფსიქოლოგის დასკვნის არსებობა;
  • ევთანაზიის განმახორციელებელ სამედიცინო პერსონალს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას დაეკისრება ჯარიმა, თუ რომელიმე ზემოხსენებული პირობა არ იქნება დაცული ამ პროცედურის განხორციელებისას;
  • ყოველი პროცედურის განხორციელებამდე და მის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაცია გაიგზავნება ადგილმდებარეობის მიხედვით საპატრულო პოლიციაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

.) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

..) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების, ფსიქოლოგების, იურიდიული კომპანიების შერჩევა, მათი უზრუნველყოფა შესაბამისი აღჭურვილობით და პრეპარატებით, შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები იქნეს ამისათვის საჭირო. მაგრამ, თუ ასეთ დაწესებულებებს სოციალური დაცვის სამინისტრო მიანიჭებს ავტორიზაციას, რომლის საფუძველზეც ისინი უფლებამოსილნი იქნებიან, ჩაერთონ ამ მიმართულებაში, რისთვისაც საჭირო ხარჯებს თავად გაიღებენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა საჭირო არ იქნება.  

.) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

.) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 ..) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

არ არის მოსალოდნელი.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

ევთანაზიის განხორციელებისათვის, მსურველების გადასახდელი იქნება ამ მოსმახურების ღირებულება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან;

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტის მიღებაში საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტთან დაკავშირებით არ არსებობს ექსპერტების ან/და ორგანიზაციების შეფასება.

კანონპროექტის ავტორი: ლეონიდ ჩერნოვეცკი;

კანონპროექტის ინიციატორი: ლეონიდ ჩერნოვეცკი.

 

პროექტი 

მუხლი1. ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,№ 1139, 10/12/1997)  32- მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი:

„ვ) იმ სამედიცინო დაწესებულბების ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილი არიან კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, განახორციელონ  ევთანაზია უცხოელთათვის“.

მუხლი 2. ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 1139, 10/12/1997) 63​¹ მუხლის პირველი ნაწილი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო საქმიანობა, რომელიც ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში ხორციელდება და მაღალ რისკს შეიცავს, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულების მიერ ევთანაზიის განხორციელება, რეგულირდება სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით და ექვემდებარება სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინებას“.

მუხლი 3. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,№ 1139, 10/12/1997)  151- მუხლის პირველი ნაწილი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს მიერ, სპეციალურად ავტორიზებული სამედიცინო პერსონალის მიერ, ევთანაზია  დასაშვებია ამ კანონით გათვალისწინებული პირობების სრულად დაცვის შემთხვევაში მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ“.

მუხლი 4. ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 1139, 10/12/1997)  151- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

2. ევთანაზია, უცხო ქვეყნის მოქალაქის თხოვნით, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის განმახორციელებელ სამედიცინო პერსონალს გადაეცა შემდეგი დოკუმენტაცია:

- არანაკლებ ორი სერთიფიცირებული ექსპერტის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა და იგი იმყოფება სიკვდილის წინა სტადიაში, რასაც, ასევე, თან ახლავს გაუსაძლისი ტკივილები;

- არანაკლებ ერთი ფსიქოლოგის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ავადმყოფს გათვითცნობიერებული აქვს მისი მოთხოვნის შედეგი;

- ცნობა, რომელიც ადასტურებს ავადმყოფის სრულ ქმედუნარიანობას;

- თავად ავადმყოფის თანხმობა ევთანაზიის განხორციელებაზე“.

მუხლი 5. ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 1139, 10/12/1997)  152- მუხლის პირველი ნაწილი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ავადმყოფის სიკვდილის კონსტატაცია, მათ შორის, ევთანაზიის შედეგად დამდგარი სიკვდილის შესახებ ცნობის გაცემა, ხდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმებისა და წესის მიხედვით. გარდაცვლილის სამედიცინო დოკუმენტაცია არის საექიმო საიდუმლო, ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა. დოკუმენტაცია ინახება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით“.

მუხლი 6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 1. „პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 283, სსმ, 19, 25/05/2000) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსისპუნქტი:

) ევთანაზიაუკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან გატანჯული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გამოხატავს საკუთარ ნებას, ჩაუტარდეს ევთანაზიის პროცედურა, რაც, შედეგად, მის სიკვდილს გამოიწვევს“.

მუხლი 2. „პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 283, სსმ, 19, 25/05/2000) 22-ე მუხლის, მე-2 ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს იმ სამედიცინო მომსახურების ჩამონათვალს, რა დროსაც აუცილებელია პაციენტის წერილობითი თანხმობის არსებობა, დაემატოს შემდეგი შინაარსისპუნქტი:

„მ) ევთანაზია“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 1. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ (საქართველოს საკნონმდებლო მაცნე N2287, სსმ, 41(48), 22/07/1999) 110-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„დაუშვებელია, ამ მუხლით დაკვალიფიცირდეს სამედიცინო პერსონალის ისეთი მოქმედება, როგორიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქის თხოვნით განხორციელებული ევთანაზია, თუ სამედიცინო პერსონალის მიერ დაცულია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობები“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

რეგისტრაციის თარიღი და ნომერი

17318/13.11.2018

რეგისტრაციის სესია:

ჯერ  არ არის ცნობილი

საკანონმდებლო ინიციატივის სუბიექტი:

 

კანონპროექტის ინიციატორი

ლ.მ. ჩერნოვეცკი

მთავარი კომიტეტი:

იურიდიული კომიტეტი

სხვა კომიტეტები:

-

კანონპროექტის გავლა

ბოლო სტატუსი:

განხილვაზეა იურიდიულ კომიტეტში

დაბრუნება კანონპროექტებზე

სხვა კანონპროექტები

დასაწყისში გადასვლა