პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

კანონპროექტი პედოფილების იძულებითი ქიმიური კასტრაციის შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ ირაკლი კობახიძეს

 

ბატონო ირაკლი,

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, სურვილი მაქვს, საკუთარი წვლილი შევიტანო კანონმდებლობის  გამკაცრებაში თანამედროვე საზოგადოების ისეთი საშინელი  პრობლემის მიმართ, როგორიც არის  პედოფილია. შესაბამისად, გთავაზობთ საკანონმდებლო წინადადების პროექტს, რომელიც, მიზნად ისახავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანას. აღნიშნული ცვლილებების მიზანია, დავიცვათ საზოგადოება იმ საფრთხიგან, რომელსაც პედოფილები წარმოადგენენ.

საკანონმდებლო წინადადების შემუშავება განაპირობა ქვეყნის მომავლის, ბავშვების უფლებების დაცვის აუცილებლობამ და ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ანალოგიური კანონის მიღებამ!

პედოფილია – არ არის დანაშაული, ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური დაავადება. არანაირი საპატიმრო ვადა – არ გადაწყვეტს ამ პრობლემას. პედოფილი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ასჯერ უფრო საშიში ხდება. და ეს ფაქტია.

სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკა, ამ სახის დანაშაულების შესახებ, არ არსებობს, თუმცა, ასეთი ფაქტები ხშირია საქართველოში, განსაკუთრებით – რეგიონებში, სადაც შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების არ არსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას. არის შემთხვევები, როდესაც წვავენ დამნაშავის სახლ-კარს. იმისათვის, რომ დავიცვათ ბავშვების ინტერესები და მინიმუმამდე დავიყვანოთ საზოგადოების თვითნებური ჩარევის გზით ასეთი დამნაშავეების „გასამართლების“ შესაძლებლობა, გთხოვთ, განიხილოთ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება პედოფილების იძულებით ქიმიურ კასტრაციას.

მიუხედავად იმისა, რომ მე გამაჩნია იურისტის უმაღლესი კვალიფიკაცია, თითქმის არ ვიცნობ საქართველოს კანონმდებლობას, ამიტომ, თუ თქვენს მიერ მართული პარლამენტის ადმინისტრაცია დააზუსტებს კანონპროექტის დეტალებს, მადლობელი ვიქნები. მაგრამ, რაც მთავარია, მადლობელი იქნება მთელი ქვეყანა, რომელიც დღეს არ არის დაცული ამ საშინელი მოვლენისგან – პედოფილიისგან.

გთხოვთ, არ დაგვიბრუნოთ კანონპროექტი „ტექნიკური მიზეზების“ გამო, და თუ საჭირო გახდება, თქვენ თვითონ შეასწოროთ და მიიღოთ პარლამენტში.

 

ახლა კი, მოკლედ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს და ჩემს მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესახებ.

მე, ლეონიდ ჩერნოვცკი, დავიბადე 25.11.1951 (პ/ნ: 61191001782). 2006-დან 2008 წლის ჩათვლით, ასევე, 2008-დან 2012 წლის ჩათვლით, ვიყავი ქალაქ კიევის მერი, უკრაინის სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. მონიჭებული მაქვს უკრაინის დამსახურებული იურისტის და პროკურატურის საპატიო თანამშრომელის წოდება. მიღებული მაქვს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები: „იაროსლავ ბრძენის“-ს მეხუთე ხარისხის ორდენი, მესამე ხარისხის ორდენი „დამსახურებისთვის“ (უკრაინა), „ღირსების ორდენი“ (საქართველო), „სამი ვარსკვლავის“ ორდენი (ლატვია).

2015 წელს მივიღე საქართველოს მოქალაქეობა. 2012 წელს  დავაფუძნე ჩერნოვეცკის საქვლმოქმედო ფონდი და მას შემდეგ, ვზრუნავ მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე, მათ შორის – ბავშვებზე. ექვსი წლის განმავლობაში ჩემმა ფონდმა  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია  საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს: მშობლების მზრუნველობას და მეურვეობას მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან,  სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს.

   დღესდღეობით, ფონდი მზრუნველობას უწევს 500-მდე მწოლიარე ბენეფიციარს. ეს ადამიანები ცხოვრობენ  აუტანელ სიდუხჭირეში და განიცდიან მძიმე ფიზიკურ ტანჯვას. ფონდის მედპერსონალი უწევს მათ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას, თვალყურს ადევნებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უტარებს სამედიცინო და ჰიგიენურ  პროცედურებს, ამარაგებს  მედიკამენტებით, პროდუქტებით და  ჰიგიენური საშუალებებით.

   30 მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის გახსნილია 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში.

   2017 წლის მაისში სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის  გაიხსნა დღის მრავალპროფილური ცენტრი, რომელიც მუშაობს დასვენების დღის გარეშე.

  500-ზე მეტ ბენეფიციარს, ყოველდღე, ემსახურება ფონდის 2  საქველმოქმედო სასადილო თბილისსა და ქუთაისში.

  აქვე, გაცნობებთ, რომ ვინაიდან  არ ვიმყოფები საქართველოში, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესში ჩემი სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელიც, ასევე, სრულად იზიარებს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შინაარსს, იქნება მაკა კვირტია (პ/ნ:62001035190). დამატებითი შეკითხვების არსებობის, ან ახსნა-განმარტებების საჭიროების შემთხვევაში, გთავაზობთ მის კოორდინატებს: ელ-ფოსტა: [email protected],, ტელ: 558 234040. 

 

პატივისცემით,

__________________________________

/ლ. ჩერნოვეცკი/

 

განმარტებითი ბარათი

ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

.კანონპროექტის მიღების მიზეზი:

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ის აუცილებელი, მკაცრი ზომები, რომელთა არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 14 წლამდე ასაკის მცირეწლოვნების უფლებების დაცვისათვის. კანონმდებლობა, ზოგადი ნორმებით, ცდილობს, დაარეგულიროს და დაიცვას ბავშვთა უფლებები ისეთი საშიში დამნაშავეებისგან, როგორებიც არიან „პედოფილები“, მაგრამ, მხოლოდ ჩვეულებრივი სადამსჯელო ზომების გამოყენებით, ეს აბსოლიტურად არაექფექტურია, ვინაიდან, მთელ მსოფლიოში დადასტურებულია, რომ პედოფილია, ეს არის საზოგადოებისთვის საშიში დანაშაული და პატიმრობა ასეთ, ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანებს, უფრო მეტად საშიშებს ხდის. პედოფილების პატიმრობით დასჯით, ვქმნით ბევრად უფრო მძიმე შედეგების მიღების საშიშროებას, რითიც, საფრთხეში ვაგდებთ ქართველი ბავშვების უსაფრთხოებას.

 

.კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია, დავიცვათ საზოგადოება ავადმყოფი, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანებისგან, რაც შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გზით.

 

.) კანონპროექტის ძირითადი არსი;

კანონპროექტის მიხედვით, იგეგმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში  და პატიმრობის კოდექსში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ყოფილი პედოფილის საზოგადოებაში დაბრუნებისას უსაფრთხოებას.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი პედოფილიის ფაქტია დაფიქსირებული ქვეყანაში, პედოფილიის შემთხვევები, უმეტესად, ლატენტურია, ვინაიდან ბავშვებს არ შეუძლიათ აღიქვან მათ წინააღმდეგ მიმართული ბინძური სექსუალური მოქმედებების არსი და რაც ყველაზე დიდი საშინელებაა, ხშირად ისინი არიან თავიანთი მშობლების, ახლობლების მსხვერპლნი, რომლებსაც ისინი მთლიანად ენდობიან.

ამ ვითარების საშინელი მხარე იმაშიც მდგომარეობს, რომ ხშირად დაუცველი ბავშვები, რომლებიც გახდნენ სექსუალური დანაშაულის მსხვერპლნი, ფსიქიკურად დაავადებულნი ხდებიან და შემდგომში, უკვე, აღარ აქვთ უნარი იცხოვრონ ჟანსაღი და საღი ცხოვრების წესით. მათი ცხოვრება სამუდამოდ მახინჯდება!

 საქართველოს რეგიონებში, მსგავსი შემთხვევების დროს, ადგილობრივ მოსახლეობას არაერთხელ მოუთხოვია დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლება, დაუწვიათ დამნაშავის სახლ-კარი. სოციალურ ქსელში, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი საზოგადოების აზრიც ერთსულოვანია და მხარს უჭერენ მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირების სასჯელის უმკაცრესი ზომით დასჯას. ხსენებული დანაშაულის რაოდენობისა და მოსახლეობის სასჯელის გამოყენების ზომის მოთხოვნას თუ გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია პედოფილების მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, მეტნაკლებად, მსგავსი სიტუაციაა სხვადასხვა ქვეყნებშიც. ამიტომ, მთელ მსოფლიოში ხორციელდება ამ მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს არასრულწლოვანთა წინააღმდეგ მიმართული სექსუალური ხასიათის დანაშაულის შემცირებას.

საერთაშორისო პრაქტიკასა და კვლევებს თუ გადავავლებთ თვალს, დადგენილია, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდგომ, სახეზეა ამ დანაშაულის რეციდივი. მაშასადამე, ვინაიდან პედოფილია, მეტწილად, დამნაშავის არაჯანსაღ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და არაჯანსაღი მიდრეკილებებისკენ არის მიმართული, რთულია, გარკვეული მკურნალობის შემდეგ, დამნაშავემ მთლიანად უარი თქვას მის მიდრეკილებაზე. მსგავსი სამედიცინო კვლები ჩატარებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც მივიდნენ ჩვენს მიერ ზემოაღნიშნულ დასკვნამდე.

ქიმიური კასტრაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დამნშავის ორგანიზმში ხდება სპეციალური პრეპარატების შეყვანა, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს მის სქესობრივ უნარზე, უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ გონადოტროპინის სინთეზური ანალოგის შეყვანის გზით, ითრგუნება მამაკაცის ჰორმონები-ტესტერონები, რომელსაც მივყავართ დამნაშავის სქესობრივი სურვილების სრულ  ჩახშობამდე.

აღსანიშნავია, რომ იძულებითი კასტრაციის გამოყენება, როგორც სასჯელის დამატებითი ზომა, გამოიყენება აშშ-ს რამდენიმე შტატში კანადაში და ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის: გერმანია, დანია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი.

წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, ქიმიური კასტრაცია იქნება პედოფილების მიმართ სასჯელის სავალდებულო ზომა, რომელიც გამოიყენება თავისუფლების აღკვეთასთან ერთად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პედოფილის მიმართ, რომელიც სასჯელს იხდის, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას შეწყალება, ამნისტია, ასევე, დაუშვებელი იქნება სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლება.

 

.) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

სახელმწიფო ბიუჯეტი.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

.) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

იქედან გამომდინარე, რომ აუცილბელია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მოწვევა პრეპარატების დამნაშავის ორგანიზმში შეყვანისათვის და ასეთ დაწესებულებებში უნდა ინახებოდეს ეს პრეპარატებიც, აუცილებელი იქნება სამედიცინო დაწესებულებისათვის მათთან წინასწარ განსაზღვრული მომსახურების ღირებულებისა და პრეპარატების ღირებულების ანაზღაურებაც. აღნიშნულთან დაკავშირებული თანხების გამოყოფა საჭირო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

მოსალოდნელი არ არის.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

 

) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:

.) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს

.) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

.) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან;

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

 

) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტის მიღებაში საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღიათ.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტთან დაკავშირებით არ არსებობს ექსპერტების ან/და ორგანიზაციების შეფასება.

 

კანონპროექტის ავტორი: ლეონიდ ჩერნოვეცკი

კანონპროექტის ინიციატორი: ლეონიდ ჩერნოვეცკი

 

პროექტი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 22/07/1999, დოკუმენტის #2287) ცვლილებების შეტანის თაობაზე:

მუხლი 1. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-3 ნაწილი:

„3. პედოფილის მიერ ჩანადენილი დანაშაულისათვის, ამ კოდექსით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სასჯელის სახედ გამოყენებულ იქნეს ქიმიური კასტრაცია“.

მუხლი 2. 41 მუხლის მე-2 ნაწილი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება, დაინიშნოს, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ქიმიური კასტრაცია შეიძლება, დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად“.

მუხლი 3. დაემატოს 53- მუხლი შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 53. ქიმიური კასტრაცია

53.1. სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დამნაშავის ორგანიზმში სამედიცინო პრეპარატების შეყვანა, რომლებიც ამცირებს არაჯანსაღ სქესობრივ მიდრეკილებას.

53.2. გამოსაყენებელი სამედიცინო პრეპარატების სახეობას, ასევე მათი დამნაშავის ორგანიზმში შეყვანის პერიოდულობას და ოდენობას განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულება, საქართველოს გენერალ პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

53.3. სასამართლოს მიერ, სასჯელის სახით, დამნაშავის მიმართ ქიმიური კასტრაციის გამოყენება არ გამორიცხავს სასჯელის ძირითადი სახის – თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე მუხლებით“.

მუხლი 4. 73- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუქნტი:

„15. დაუშვებელია, პედოფილისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით“

 მუხლი 5. 140- მუხლს დაემატოს 140 1 მუხლი, შემდეგი შინაარსით:

„მუხლი 1401. სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში − პედოფილია

  1. სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე და დამნაშავის მიმართ, სასჯელის სახით, ქიმიური კასტრაციის გამოყენების გზით.
  2. იგივე ქმედება ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ისჯება  თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე და დამნაშავის მიმართ, სასჯელის სახით, ქიმიური კასტრაციის გამოყენების გზით.

3. წინამდებარე კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება), 138-ე (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება, ჩადენილი თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის წინააღმდეგ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე და დამნაშავის მიმართ, სასჯელის სახით, ქიმიური კასტრაციის გამოყენების გზით.

მუხლი 6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 1. პატიმრობის  კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, დოკუმენტის N: 2696, 09/03/2010) დამატების თაობაზე:

პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დაუშვებელია, პედოფილის შეწყალება, ან ამნისტია. ასევე, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლება“

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

რეგისტრაციის თარიღი და ნომერი

16190/25.10.2018

რეგისტრაციის სესია:

ჯერ  არ არის ცნობილი

საკანონმდებლო ინიციატივის სუბიექტი:

 

კანონპროექტის ინიციატორი

ლ.მ. ჩერნოვეცკი

მთავარი კომიტეტი:

იურიდიული კომიტეტი

სხვა კომიტეტები:

-

კანონპროექტის გავლა

ბოლო  სტატუსი:

განხილვაზეა იურიდიულ კომიტეტში

დაბრუნება კანონპროექტებზე

სხვა კანონპროექტები

დასაწყისში გადასვლა