პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

  1. ამოღებულ იქნას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი.
  2. გაუქმდეს „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N138 დადგენილება.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პროექტი

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 

მუხლი 1.

დაემატოს შემდეგი შინაარსის 3001 მუხლი:

„3001 მცურავი საშუალებით შავ ზღვაში ნაპირიდან სამასზე მეტი მეტრის დაშორებით თევზჭერა, გარდა პალიასტომის ტბაში და სამოყვარულო და სპორტული ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით განხორციელებული თევზჭერისა,

¾ ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

განმარტებითი ბარათი  თევზჭერის საქართველოს ტერიტორიული წყლების გარკვეულ ნაწილში აკრძალვასთან დაკავშირებბული კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკონტროლო თევზჭერა ნეგატიურად მოქმედებს თევზების პოპულაციის განვითარებაზე, შესაბამისად ამ კანონის მიზანია თევზჭერის იმგვარად რეგულირება, რომ მოხდეს თევზების პოპულაციის განვითარების სტიმულირება.

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და საქართველოს კანონში, „ლიცენზირების და ნებართვების შესახებ“  ცვლილებებისა და დამატების შეტანა.

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

კანონპროექტის მიხედვით იზღუდება თევზჭერა საქართველოს ტერიტორიული წყლების გარკვეულ მონაკვეთში, კერძოდ:

1. აღნიშნულ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის აკვატორიაში თევზების პოპულაციის ზრდის სტიმულირება, კერძოდ კი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. როგორც საქართველოს ასევე უცხოური სახელმწიფოების სეინერები ახორციელებენ თევზჭერას ყოველგვარი კონტროლის გარეშე რამაც გამოიწვია თევზების პოპულაციის შემცირება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

თუ ამ ეტაპზე არ შევზღუდავთ თევზჭერას, თევზების გარკვეული პოპულაციები შეიძლება სრულად განადგურდეს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

2. უცხოურ თევზმჭერ კომპანიებს საქართველოს კომპანიებთან შედარებით გააჩნიათ უფრო სრულყოფილი ტექნიკური მოწყობილობები, შესაბამისად საქართველოს სეინერები ვერ უწევენ უცხოურ სეინერებს კონკურენციას. პრაქტიკულად ხდება ის, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თევზების პოპულაციის განადგურება ხდება უცხოური კომპანიების მიერ და ეს ბუნებრივია საქართველოსთვის მომგებიანი არაა.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფის საჭიროებას.

 

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ბუნებრივია კანონპროექტი ხელს შეუწყობს საქრთველოს ტერიტორიულ წყლებში თევზების პოპულაციის განვითარებას.

 

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

 

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტით გარკვეული ტიპის თევზჭერა საქართველოს ტერიტორიული წყლების ნაწილში ეკრძალებათ როგორც უცხოურ კომპანიებს ასევე ქართულ კომპანიებს, შესაბამისად ეს იქონიებს გარკვეულ შედეგებს მათი საქმიანობის ბიზნეს მოდელზე.

 

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს

 

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები

 

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან;

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტის მიღებაში საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტთან დაკავშირებით არ არსებობს ექსპერტების ან/და ორგანიზაციების შეფასება.

 

ე) კანონპროექტის ავტორი;

საინიციატივო ჯგუფი

 

 ვ) კანონპროექტის ინიციატორი.

30000 ამომრჩეველი

დაბრუნება კანონპროექტებზე

სხვა კანონპროექტები

დასაწყისში გადასვლა