პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N15, 19.04.2005, მუხ. 96) ცვლილებების შეტანის თაობაზე: შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები

მუხლი 1.

ამოღებულ იქნას მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი.

 მე-5 მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს მე-21 და მე-22 ნაწილები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საქართველოს ტერიტორიაზე სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და მათი გავრცელება დაუშვებელია.

22. ის პირები ვინც ფლობენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე ნებართვას, წინამდებარე მუხლის ცვლილების ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ შეუწყდეთ ხსენებული ნებართვის გამოყენების უფლება“.

 

მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლატარიის და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ – „ დ “ ქვეპუნქტებით დადგენილი თამაშობების არ შეიძლება გაიმართოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით – ინტერნეტის, ტელეფონის და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.“

 

ამოღებულ იქნას 21, 22, 24 მუხლები.

 

მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელი და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით;“

 

მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. ბილეთის ნიმუში ხელმოწერილი უნდა იყოს ნებართვის მფლობელის მიერ;“

 

ამოღებულ იქნას მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

 

მე-12 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით).“

 

მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით;“

 

მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში.“

 

ამოღებულ იქნას მე-13 მუხლის 11, 21 მუხლები.

 

მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წამახალისებელი გათამაშების ბილეთის ნიმუში;“

 

მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით.“

 

ამოღებულ იქნას მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

 

მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამორინეში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სამორინეს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით).“

მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი სახელწოდების, მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის, დამამზადებელი ქვეყნის, თითოეულ აპარატზე მინიმალური და მაქსიმალური ფსონებისა და მოგების მაქსიმალური ოდენობის მითითებით;“

ამოღებულ იქნას მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით).“

 

ამოღებულ იქნას მე-201 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები.

 

ამოღებულ იქნას 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

 

ამოღებულ იქნას 28-ე მუხლი.

 

ამოღებულ იქნას 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები.

 

30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თამაშობების ორგანიზებასთან დაკავშირებული პრეტენზიები მიიღება მოწყობის პირობებით (რეგლამენტით)გათვალისწინებულ ვადებში.

 

32 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პროექტი

საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს  კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.

 24-ე მუხლი შეიცვალოს, დაემატოს 372 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„372 . სისტემურ – ელექტრონული ფორმით მოსაწყობ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე ნებართვის გაცემა დაუშვებელია.“

 

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პროექტი

საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) ცვლილებების შეტანის თაობაზე.

192 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის,  ნებართვის  ან ლიცენზიის გარეშე, ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, ასევე სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და მათი გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

განმარტებითი ბარათი  ინტერნეტ სამორინეების საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებბული კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ინტერნეტ სამორინეების ფუნქციონირება ახდენს აზარტული თამაშების პოპულარიზაციას მოსახლეობაში, მათ შორის არასრულწლოვანთა შორის, ხოლო არსებული ტექნიკური საშუალებები არ იძლევა მომხმარებლის იდენტიფიკაციის საშუალებას. ამ კანონის მიზანია სათამაშო/აზარტული ბიზნესის ნაწილის რეგულირება და ინტერნეტ სამორინეების აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“, საქართველოს კანონში, „ლიცენზირების და ნებართვების შესახებ“ და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანა.

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

კანონპროექტის მიხედვით იზღუდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციონირება და იკრძალება მათ მიერ სესხების გაცემა:

  1. ონლაინ კაზინოს ფუნქციონირება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია სხვადასხვა სახის ფინანსურ დარღვევებთან, რაც ონლაინ სამორინეების ორგანიზატორებს აძლევს მოთამაშეების მოგებით მანიპულირების საშუალებას (ხშირად მოგებას მოთამაშეებს არ უხდიან) და მოთამაშეებს არ რჩებათ რამენაირი ზეგავლენის ბერკეტი.
  2. ხშირ შემთხვევაში ონლაინ კაზინოებში თამაშობენ არასრულწლოვანები, ხოლო ორგანიზატორები მოთამაშეთა ასაკს ვერ აკონტროლებენ. ჩვეულებრივ, საკმარისია მოთამაშის მიერ იმის მითითება, რომ მან ნამდვილად მიაღწია შესაბამის ასაკს, თუმცა ონლაინ სამორინის ორგანიზატორები რეალურ ასაკს ვერ აკონტროლებენ.
  3. ონლაინ სამორინეები აზარტულ თამაშებს უფრო ხელმისაწვდომს ხდიან, ახდენენ მათ პოპულარიზაციას მათ შორის არასრულწლოვნებს შორის. ორგანიზატორები ამ პროცესს ვერ აკონტროლებენ, ხოლო ხშირ შემთხვევაში, პირიქით მიზანმიმართულად ახდენენ აზარტული თამაშების რეკლამას არასრულწლოვანებს შორის.
  4. თუ ჩვეულებრივი სამორინე იზიდავს ტურისტებს იმ ქვეყნებიდან, სადაც აღნიშნული საქმიანობა აკრძალულია, ონლაინ სამორინე ტურისტების მომზიდველი ფაქტორი არაა.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:

 

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფის საჭიროებას.

 

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ბუნებრივია კანონპროექტი ხელს შეუწყობს სიღარიბის დონის შემცირებას.

 

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

 

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

  • ინტერნეტ სამორინეების საქმიანობა აიკრძალება და შესაბამისად სამორინეების ლიცენზიატები ვერ შეძლებენ ონლაინ სამორინეების მომსახურების შეთავაზებას.

 

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს

 

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები

 

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან;

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტის მიღებაში საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტთან დაკავშირებით არ არსებობს ექსპერტების ან/და ორგანიზაციების შეფასება.

 

ე) კანონპროექტის ავტორი;

საინიციატივო ჯგუფი

 

 ვ) კანონპროექტის ინიციატორი.

30000 ამომრჩეველი

დაბრუნება კანონპროექტებზე

სხვა კანონპროექტები

დასაწყისში გადასვლა