პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 53-ე მუხლს დაემატეოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

          „პარლამენტის წევრი ვალდებულია მუდმივი კონტაქტი იქონიოს საკუთარ ამომრჩეველთან, განახორციელოს მათთან რეგულარული შეხვედრები, გაეცნოს მათ ყოფით პრობლემებს და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ეცადოს ამ პრობლემათა გადაჭრას.“

2. 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „ვ ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, ამავე ვადის განმავლობაში არ ხვდებოდა საკუთარ ამომრჩეელს ან არ ჰქონია საკანონმდებლო ინიციატივა.“

          მუხლი 2

          ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                             

გიორგი მარგველაშვილი

          თბილისი

          /თარიღი/

 

საქართველოს პარლმენტის რეგლამენტი 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში

ცვლილებების შეტანის შესახებ

          მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „ვ ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, ამავე ვადის განმავლობაში არ ხვდებოდა საკუთარ ამომრჩეელს ან არ ჰქონია საკანონმდებლო ინიციატივა.“

          მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს /თარიღი/.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                     

დავით უსუფაშვილი

          ქუთაისი

          /თარიღი/

განმარტებითი ბარათი  საქართველოს პარლამენტის წევრებისადმი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებბული კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

დღეის მდგომარეობით საქართველოს საკანონმდებლო სივრცე საჭიროებს უამრავი საკანონდებლო აქტის მიღებას, თუმცა პარლამენტარები არ ჩქარობენ აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებას, შესაბამისად გვჭირდება მექანიზმის შექმნა რაც პარლამენტის წევრებს მეტ მოტივაციას გაუჩენს.

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია „საქართველოს კონსტიტუციაში“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“  ცვლილებებისა და დამატების შეტანა.

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

კანონპროექტის მიხედვით დაიშვება საქართველოს პარლამენტის წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის დამატებით გარემოება, კერძოდ:

  1. ხშირია შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრები არჩევის შემდგომ არ ხვდებიან მოსახლეობას და არ იცნობენ საკუთარი ამომრჩევლის ყოველდღიურ პრობლემებს. აღნიშნულის ცოდნა აუცილებელია საკანონმდებლო აქტების მიღებისთვის, რადგან შეუძლებელია კანონის შეფასება და მისი მიღება მოსახლეობის პრობლემების შესახებ ობიექტური ინფორმაციის ქონის გარეშე. თუ წინამდებარე ინიციატივა არ მიიღებს კანონის ფორმას შეუძლებელი იქნება სივრცე ამომრჩეველსა და პარლამენტის წევრებს შორის სულ უფრო გაიზრდება.
  2. ასევე ხშირია როდესაც პარლამენტის წევრები არ იჩენენ საკანონმდებლო ინიციატივას და ხშირ შემთხვევაში მათი უფლებამოსილების მთელი პერიოდის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოიჩენენ საკანონმდებლო ინიციატივას. აღნიშნული გარემოება პარლამენტის მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს და ბუნებრივია პარლამენტის პროდუქტიულობას ხელს არ უწყობს. პარლამენტარები ხელფასს იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შესაბამისად ისინი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.

 

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:

 

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფის საჭიროებას.

 

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ბუნებრივია კანონპროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის დახვეწას.

 

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

 

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას პარლამენტის წევრებზე მანამ სანამ ისინი დაიცავენ კანონის მოთხოვნებს.

 

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

 

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს

 

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები

 

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან;

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს

 

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტის მიღებაში საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღიათ.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტთან დაკავშირებით არ არსებობს ექსპერტების ან/და ორგანიზაციების შეფასება.

ე) კანონპროექტის ავტორი;

საინიციატივო ჯგუფი

 

 ვ) კანონპროექტის ინიციატორი.

30000 ამომრჩეველი

დაბრუნება კანონპროექტებზე

სხვა კანონპროექტები

დასაწყისში გადასვლა