პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12/10/2009) ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მუხლი 1.

მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია, ანგარიშვალდებული საწარმო, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;“

48-ე მუხლის მერვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტოს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.“

ამოღებულ იქნას კანონის 50-ე მუხლი.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პროექტი

 

საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მუხლი 1.

დაემატოს შემდეგი შინაარსის 1922 მუხლი:

„იურიდიული პირის მეშვეობით ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა, ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება, ¾

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3. მოხდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დერეგისტრაცია და დაევალოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამ საკითხის შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა.

 

პროექტი

საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ.1) ცვლილებების შეტანის თაობაზე.

შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

 

მუხლი 1.

  1. 289-ე მუხლის 13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებებზე.“

 

  1. 625-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე.“

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

განმარტებითი ბარათი მიკროსაფინანსო სტრუქტურების საქმიანობის და არარეგულირებადი სტრუქტურების მიერ გაცემული სესხების რეგულირების კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით

ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

.კანონპროექტის მიღების მიზეზი:

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ორაზროვანია მიკროსაფინანსო სტრუქტურების საქმიანობასთან დაკავშირებით. არსებული მდგომარეობა, საკანონმდებლო ბაზა და სასამართლო პრაქტიკა საშუალებას აძლევს არარეგულირებულ სტრუქტურებს გასცენ მოსახლეობაზე სესხებ არაგონივრულად მაღალი საპროცენტო სარგებლით რაც მოსახლეობას ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

 

.კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატების შეტანა.

 

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

კანონპროექტის მიხედვით იზღუდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციონირება და იკრძალება მათ მიერ სესხების გაცემა:

1. საქართველოს ტერიტორიაზე კონკურენცია საკრედიტო დაწესებულებს შორის ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა და ბანკები სთავაზობენ მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის საკრედიტო პროდუქტებს შედარებით დაბალ ფასებში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში როგორც იპოთეკური ასევე სამომხმარებლო სესხების განაკვეთი შემცირდა.

2. მიკროსაფინანსო სტრუქტურები, განსაკუთრებით კომპანიები, რომლებიც სთავაზობენ მოსახლეობას ონლაინ სესხებს, ძირითადად სთავაზობენ სესხებს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებსაც ბანკები არ აძლევენ სესხებს.

ბანკების მიერ უარის თქმის ერთადერთი საფუძველია ობიექტური მიზეზი, კერძოდ ის, რომ ბანკებს ამგვარი მსესხებლების გადახდისუნარიანობაში ეჭვი ეპარებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკი დაინტერესებულია საკრედიტო პორტფელის ზრდაში, მას უწევს უარის თქმა კონკრეტულ მსესხებელზე კრედიტის გაცემაზე გამომდინარე იქიდან, რომ შესწავლის ეტაპზე გამოვლინდა რისკები.

3. პრაქტიკაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები, აფინანსებენ საეჭვო გადახდისუნარიანობის მქონე მსესხებლებს.

ამასთანავე, მიკროსაფინანსო სტრუქტურები გასცემენ სესხებს არაგონივრულად მაღალ პროცენტში, ზოგ შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი 720 პროცენტს აღწევს (ე.ი. ყოველდღიური 2%). მაღალი სასესხო განაკვეთი სესხის დაბრუნების ალბათობას ამცირებს.

4. ონლაინ სესხების გამცემი მიკროსაფინანსო სტრუქტურების კლიენტები ძირითადად სტუდენტები ან მცირე შემოსავლის მქონე პირებია.

გადაუხდელობის შემთხვევაში ძირ თანხას პროცენტები იმდენად სწრაფად ერიცხება, რომ მცირე შემოსავლის მქონე პირებს წარმოეშობა დიდი დავალიანება, რომელსაც ისინი ვერ იხდიან მას შემდეგაც კი როდესაც იპოვიან სამსახურს.

აღნიშნული გარემოება მცირე შემოსავლის მქონე პირებს არ აძლევს სამუშაოს დაწყების სტიმულს. მიკროსაფინანსო სტრუქტურების არსებობას, რომლებიც ხელოვნურად უქმნიან მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობას მაღალ ვალებს, არ მოაქვს რამენაირი სარგებელი სახელმწიფოსადმი ან მოსახლეობისადმი, ხოლო იმ ზიანის გათვალისწინებით, რაც მათ მოაქვთ მოსახლეობისადმი, გთავაზობთ ზემოაღნიშნული შეზღუდვების დაწესებას.

კანონპროექტის ფინანსური დასაბუთებამასში აღინიშნება:

 

.კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფის საჭიროებას.

 

.კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ბუნებრივია კანონპროექტი ხელს შეუწყობს სიღარიბის დონის შემცირებას.

 

.კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 

.სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

 

.კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვისრომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

  • მიკროსაფინანსო სტრუქტურების საქმიანობა შეიზღუდება და მათ არ მიეცემათ საშუალება გასცენ სესხები არაგონივრულ პროცენტში.
  • პოტენციური მსესხებლები მიიღებენ სესხებს უფრო დაბალ პროცენტში და არ იქნებიან არაგონივრულ პროცენტში სესხის აღების საფრთხის წინაშე.

 

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

 

კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთანმასში აღინიშნება:

.კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს

 

.კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები

 

.კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან;

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს

 

კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციებიმასში აღინიშნება:

.სახელმწიფოარასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებაექსპერტებირომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაშიასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტის მიღებაში საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

.კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულებისან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართასეთის არსებობის შემთხვევაში;

კანონპროექტთან დაკავშირებით არ არსებობს ექსპერტების ან/და ორგანიზაციების შეფასება.

 

კანონპროექტის ავტორი;

საინიციატივო ჯგუფი

 

 კანონპროექტის ინიციატორი.

30000 ამომრჩეველი

დაბრუნება კანონპროექტებზე

სხვა კანონპროექტები

დასაწყისში გადასვლა